პარამოფარიკავეების წარმატებული სტარტი სან-პაულუს თასზე #1TVSPORT
პარამოფარიკავეების წარმატებული სტარტი სან-პაულუს თასზე #1TVSPORT

საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრებმა წარმატებით აიღო სტარტი 2022 წლის სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე.

ირმა ხეცურიანმა დაშნით ასპარეზობაში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ხეცურიანმა ამ დისციპლინაში (დაშნა) მედალი პირველად მოიპოვა.

ტურნირის პირველ დღეს მესამე ადგილი რაპირით ასპარეზობაში ნინა თიბილაშვილმა დაიკავა.

დღეს ირმა ხეცურიანი რაპირაში გამოვა, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი კი დაშნით იასპარეზებენ.

სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები ასპარეზობას 17 აპრილს დაასრულებს.