პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი სენიორებში ევროპის ვიცე-პრიზიორია

19:17, 20.09.2018

იტალიის ქალაქ ტერნიში, ეტლით ფარიკაობაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ქართველი პარასპორტსმენი ნინა თიბილაშვილი ხმლით ფარიკაობაში (A კატეგორია) დღეს ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალში თიბილაშვილის მოწინააღმდეგე უკრაინელი ნატალია მორკვიჩი იყო. ასპარეზობა ანგარიშით 15:4 დასრულდა.

ნინა თიბილაშვილი ახალგაზრდებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.

მსგავსი