პარალიმპიადა 2020 |  ნინო თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
პარალიმპიადა 2020 | ნინო თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე შესანიშნავად იასპარეზა საქართველოს ნაკრების  ეტლით მოფარიკავემ, ნინო თიბილაშვილმა.

მისი გზა ნახევარფინალამდე  რთულ და დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. ქართველ სპორტსმენს ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში კი რიოს პარალიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების ცხრაგზის მედალისტი უკრაინელი ევგენია ბრიუსი დაუპირისპირდა. ნინო თიბილაშვილმა ძლიერი და გამოცდილი მეტოქის დამარცხება მოახერხა და ანგარიშით – 15:12 გაიმარჯვა.

ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ნინო თიბილაშვილი ჩინელ სპორტსმენს, ბიან ცზინს, რიოს პარალიმპიადის ვერცხლისმედალოსანს შეხვდა.

ნინო თიბილაშვილმა ფინალი ანგარიშით 7:15 დათმო, თუმცა, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.