პარალიმპიადა 2020 | ნინო თიბილაშვილი - ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება, ეს ჩემი ქვეყნის გამარჯვებაა [ვიდეო] #1TVSPORT
პარალიმპიადა 2020 | ნინო თიბილაშვილი - ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება, ეს ჩემი ქვეყნის გამარჯვებაა [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე შესანიშნავად იასპარეზა საქართველოს ნაკრების  ეტლით მოფარიკავემ, ნინო თიბილაშვილმა, რომელიც ვიცეჩემპიონი გახდა და ჩვენს ეროვნულ ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ გაავრცელა ემოციური მიმართვა, რომელშიც ნინო თიბილაშვილი მადლობას უხდის საკუთარ გუნდს, საკუთარ ქვეყნასა და გულშემატკივრებს. ქართველი სპორტსმენი მომავალს იმედით უყურებს, ამბობს, რომ წინ ახალი პარალიმპიადა და ოქროს მედალი გველოდება.