პარალიმპიადა 2020 | ირმა ხეცურიანი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა #1TVSPORT
პარალიმპიადა 2020 | ირმა ხეცურიანი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა #1TVSPORT

ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე შესანიშნავად ასპარეზობენ საქართველოს ნაკრების  ეტლით მოფარიკავეები – ირმა ხეცურიანი და ნინო თიბილაშვილი.

ნახევარფინალში ირმა ხეცურიანის მეტოქე ძალიან გამოცდილი მეტოქე, ჩინელი შუმეი ტანი იყო, რომელიც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია. სამწუხაროდ, ხეცურიანმა უძლიერესი მეტოქის ბარიერი ვეღარ დაძლია და ანგარიშით – 8:15 დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ხეცურიანი ასევე ჩინელ პარამოფარიკავეს, შაო რონგს დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით 6:15 დათმო.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ნინო თიბილაშვილი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ფინალშია და საქართველოს ეროვნულ გუნდს პირველ გარანტირებულ მედალს მოუტანს.

ფინალში ნინო თიბილაშვილი ჩინელ სპორტსმენს ბიან ჟინგს თბილისის დროით 13:30 საათზე შეხვდება.