პარალიმპიადა 2020 | ინა ქალდანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
პარალიმპიადა 2020 | ინა ქალდანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოში ასპარეზობის ბოლო დღეს ქართველი ინა ქალდანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ინა ქალდანმა პირველ შეხვედრაში ძლიერი მექსიკელი პარაძიუდოსტი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელ იაპონელ სპორტსმენს სძლია და ფინალში ბრაზილიელ მალდონადოს შეხვდა, სადაც, სამწუხაროდ, დამარცხდა. დღესვე, სავარაუდოდ ერთ საათში,​ პარალიმპიური ოქროსთვის იბრძოლებს მძინეწონოსანი რევაზ ჩიკოიძე. ფინალში იგი ირანელ პარაძიუდოისტს შეხვდება. ქართველმა მეოთხედფინალში იაპონელი მეტოქე დაამარცხა, ნახევარფინალში კი უზბეკ სპორტსმენს სძლია.

პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ორი ვერცხლის მედალია.

ფინალური ბლოკი 11:30 საათიდან დაიწყო და პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.