პარალიმპიადა 2020 | ინა ქალდანი და რევაზ ჩიკოიძე პარალიმპიური თამაშების ფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
პარალიმპიადა 2020 | ინა ქალდანი და რევაზ ჩიკოიძე პარალიმპიური თამაშების ფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

​ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოში ასპარეზობის ბოლო დღეს ორი ქართველ ფინალში იჭიდავებს.

ინა ქალდანმა პირველ შეხვედრაში ძლიერი მექსიკელი პარაძიუდოსტი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელ იაპონელ სპორტსმენს სძლია და ფინალში ბრაზილიელ მალდონადოს შეხვდება.

პარალიმპიური ოქროსთვის ასევე იბრძოლებს მძინეწონოსანი რევაზ ჩიკოიძე. ფინალში იგი ირანელ პარაძიუდოისტს შეხვდება. ქართველმა მეოთხედფინალში იაპონელი მეტოქე დაამარცხა, ნახევარფინალში კი უზბეკ სპორტსმენს სძლია.

ფინალური ბლოკი 11:30 საათიდან დაიწყება და პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.