პარალიმპიადა 2020 | ​პარაძიუდოისტი გიორგი გამჯაშვილი ტოკიოში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
პარალიმპიადა 2020 | ​პარაძიუდოისტი გიორგი გამჯაშვილი ტოკიოში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე, საქართველოს სახელით დღეს ორმა პარაძიუდოისტმა – გიორგი გამჯაშვილმა (66 კგ) და ზურაბ ზურაბიანმა (60 კგ) იასპარეზეს. გიორგი გამჯაშვილმა პირველ დაპირისპირებაში რუსს ვიქტორ რუდენკოს იპონით მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ძლიერ ესპანელ სერხიო იბანეზ ბანონთან იპონით დამარცხდა. ქართველი სპორტსმენი ბრინჯაოს მედლისისთვის ფინალურ ბლოკში იაპონელ პარაძიუდოისტთან იჭიდავებს.

ზურაბ ზურაბიანი კი პირველ წრეში, მონღოლ სუხბაატარს შეხვდა და სამწუხაროდ, იპონით დამარცხდა. ქართველი ტოკიო 2020-ის პარალიმპიურ თამაშებს უმედლოდ დაემშვიდობა. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ანგარიშზე ერთი ვერცხლის მედალი უკვე არის, რომელიც ჩვენს გუნდს ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა მოუპოვა.