პარალიმპიადა 2020 | ​პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი ტოკიოში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
პარალიმპიადა 2020 | ​პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი ტოკიოში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით დღეს პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი (73 კგ) ასპარეზობს.

ქართველმა პირველ წრეში პორტუგალიელ, ხოლო მეორე დაპირისპირებაში უკრაინელ სპორტსმენს სძლია და ნახევარფინალში გავიდა, სადაც სამწუხაროდ ყაზახ პარაძიუდოისტთან დამარცხდა.

გიორგი ქალდანი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ანგარიშზე ერთი ვერცხლის მედალი უკვე არის, რომელიც ჩვენს გუნდს ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა მოუპოვა.

დატოვე კომენტარი