პარალიმპიადა 2020 | ​პარაძიუდოისტი გიორგი გამჯაშვილი ტოკიოში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა #1TVSPORT
პარალიმპიადა 2020 | ​პარაძიუდოისტი გიორგი გამჯაშვილი ტოკიოში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე, საქართველოს სახელით დღეს ორმა პარაძიუდოისტმა – გიორგი გამჯაშვილმა (66 კგ) და ზურაბ ზურაბიანმა (60 კგ) იასპარეზეს. გიორგი გამჯაშვილმა პირველ დაპირისპირებაში რუსს ვიქტორ რუდენკოს იპონით მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ძლიერ ესპანელ სერხიო იბანეზ ბანონთან იპონით დამარცხდა. ქართველმა სპორტსმენმა ბრინჯაოს მედლისისთვის ფინალურ ბლოკში იაპონელ პარაძიუდოისტთან იჭიდავა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

ზურაბ ზურაბიანი კი პირველ წრეში, მონღოლ სუხბაატარს შეხვდა და სამწუხაროდ, იპონით წააგო. ქართველი ტოკიო 2020-ის პარალიმპიურ თამაშებს უმედლოდ დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ანგარიშზე ერთი ვერცხლის მედალი უკვე არის, რომელიც ჩვენს გუნდს ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა მოუპოვა.

დატოვე კომენტარი