პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე სერჰი იემელიანოვმა ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
პორტუგალიაში გამართულ პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარმომადგენელმა, სერჰი იემელიანოვმა ოქროს მედალი მოიპოვა.
სპორტსმენმა 12-კილომეტრიანი დისტანცია საათსა და 8 წუთში (ზუსტი დრო – 1:08:24) დაფარა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.
აქამდე სპორტის ამ სახეობაში საქართველოს მედალი არ ჰქონია და იემელიანოვის ეს გამარჯვება ისტორიულია.