პარაკაიაკი | იემელიანოვმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში პირველი ადგილი დაიკავა და ფინალში იასპარეზებს [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიის ქალაქ მილანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კანოე სპრინტში (KL3 კატეგორია) საქართველოს ნაკრების წევრმა, სერჰიი იემელიანოვმა ნახევარფინალურ გაცურვაში პირველი ადგილი დაიკავა და ფინალში იასპარეზებს.
ემელიანოვმა 200-მეტრიანი დისტანცია 40.51 წამში დაფარა.
ფინალური გაცურვა 24 აგვისტოს გაიმართება.
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ბადრი ყაველაშვილმა 22 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.