პარაგვაიში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
პარაგვაიში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

პარაგვაის ჯანდაცვის მინისტრი ხულიო მასოლენი „ტვიტერში“ წერს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მინისტრის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი ლაბორატორიულად დადასტურდა. მისი თქმით, დეტალების შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.

პარაგვაის ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

სულ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 105 614 შემთხვევა არის დაფიქსირებული. ვირუსს ემსხვერპლა 3 562 ადამიანი, ხოლო 58 625 გამოჯანმრთელდა.