პარაგლაიდინგი | ქართველი პილოტების წარმატება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეჯიბრზე [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრი პარაგლაიდინგში, ქართველი პილოტების წარმატებით დასრულდა. შეჯიბრში, რომელიც თურქეთის ქალაქ ჩემელში 28 აგვისტოს დაიწყო, 70 პროფესიონალი პილოტი, მთელი მსოფლიოდან მონაწილეობდა. მათ შორის იყო 5 პილოტი საქართველოდან: რეზი ლაფაჩიშვილი, რომან ცინდელიანი, გიორგი ფარჯიანი, დავით ხეცაურიძე, იან მინასიანი.

6-დღიანი ფრენის შემდეგ, სპორტ კლასის გამარჯვებული რეზი ლაფაჩიშვილი გახდა. დავალებები ასეულობით კილომეტრის დისტანციაზე ფრენას, დაბრკოლებებთან გამკლავებას, წერტილების აღებას და ფინიშამდე მიღწევას გულისხმობდა.