პარაფარიკაობა | საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ხუთი მედლით დაასრულა #1TVSPORT
კარდიფში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებმა (ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი) ხუთი მედალი მოიპოვა.
ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ხმლით ასპარეზობაში ირმა ხეცურიანმა – ვერცხლის, ხოლო ნინა თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამას გარდა, თიბილაშვილი ვერცხლის მედალს რაპირით ასპარეზობაშიც დაეუფლა.
გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ვერცხლის მედლებია ხმალშიც და რაპირაშიც .
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის წინ ნაკრებმა სრულფასოვანი საწვრთნელი-სავარჯიშო შეკრება პოლონეთსა და იტალიაში გაიარა. საერთაშორისო შეკრების ორგანიზება და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.