პარაფარიკაობა | სან პაულოში გამართულ მსოფლიო თასზე ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
პარაფარიკაობა | სან პაულოში გამართულ მსოფლიო თასზე ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა პარასპორტმენმა ნახევარფინალურ შეხვედრაში იტალიელი ჯულია მარკოვსკა 15:5 დაამარცხა, ფინალში კი ბელარუს ანასტასია კასტიუჩკოვას 15:12 სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები სან პაულოს მსოფლიო თასზე გამოსვლას განაგრძობს – ხმლით ფარიკაობაში მედლების მოსაპოვებლად ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იბრძოლებენ.