პარაფარიკაობა | სან პაულოს მსოფლიო თასზე ქართული ფინალი გაიმართა #1TVSPORT
პარაფარიკაობა | სან პაულოს მსოფლიო თასზე ქართული ფინალი გაიმართა #1TVSPORT

ბრაზიილიის ქალაქ სან პაულოში მიმდინარე მსოფლიო თასზე ხმლით ფარიკაობაში (A კატეგორია) ქართული ფინალი გაიმართა – ერთმანეთს ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი შეხვდნენ.

ქართველმა გოგონებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და მაღალი სინჯის მედლები გაინაწილეს – ნინა თიბილაშვილმა გვანცა ზადიშვილს შეხვედრა 15:8 მოუგო და ოქროს მედალი მოიპოვა, გვანცა ზადიშვილი კი, შესაბამისად, ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ამავე ტურნირზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი ხმლით ფარიკაობაში (B კატეგორია) ირმა ხეცურიანმა მოუტანა.

ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი 22 თებერვალს ამავე ტურნირზე რაპირით იასპარეზებენ.