პარაფარიკაობა | პიზის მსოფლიოს თასზე ნინა თიბილაშვილმა – ვერცხლი, გვანცა ზადიშვილმა კი ბრინჯაო მოიპოვა #1TVSPORT

12:01, 22.02.2026

იტალიის ქალაქ პიზაში პარაფარიკაობის მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. ხმლით ფარიკაობაში ნინა თიბილაშვილი – ტურნირის ვიცე-ჩემპიონი, გვანცა ზადიშვილი კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ფინალი ნინა თიბილაშვილმა პოლონელ კინგა დროჟთან დათმო. გვანცა ზადიშვილმა კი ქართული ნახევარფინალი თიბილაშვილთან ანგარიშით 14:15 წააგო და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

მსგავსი