პარაფარიკაობა | ნინო თიბილაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

14:23, 06.09.2025

სამხრეთ კორეაში, ქალაქ იქსანში მიმდინარე პარაფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ნინო თიბილაშვილმა (A კატეგორია) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა პარასპორტსმენმა ხმლით ფარიკაობაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უკრაინელ ნატალია მორკვიჩს ანგარიშით 15:7 მოუგო და ჩვენს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.

საქართველოს ქალთა ნაკრები 7 სექტემბერს გუნდურ შეჯირებაში იასპარეზებს.

მსგავსი