პარაფარიკაობა | ირმა ხეცურიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია, თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

19:21, 10.10.2026

კარდიფში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ირმა ხეცურიანმა ხმლით ასპარეზობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალური შეხვედრა მან იტალიელ ანდრეა მოგოსთან 7:15 დათმო და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ნინა თიბილაშვილმა ხმლით ასპარეზობაში ფინალში გადასასვლელი შეხვედრა უნგრელ ევა ჰაიმასთან ანგარიშით 8:15 დათმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თიბილშვილმა რაპირით ასპარეზობაში მიმდინარე ტურნირზე ევროპის ვიცე- ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა – ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია.

11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ​ხმალსა და რაპირაში გუნდურ შეჯიბრებაში გამოვა.

მსგავსი