პარაძიუდო | ზვიად გოგოჭური მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია – სამი ქართველი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT
პარაძიუდო | ზვიად გოგოჭური მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია – სამი ქართველი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT

ასტანაში მიმდინარე პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ზვიად გოგოჭური (J2, -95 კგ) ფინალში იჭიდავებს. ქართველმა ძიუდოისტმა ბრაზილიელი და მოლდოველი მეტოქეები დაამარცხა და საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებისთვის ტურნირზე მესამე ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება.

კონტინენტის პირველობის მეორე დღეს ფინალურ ბლოკში, ზვიად გოგოჭურის გარდა, კიდევ სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს – ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ რევაზ ჩიკოიძე, ზურაბ ზურაბიანი და ლაშა ყიზილაშვილი.

ზვიად გოგოჭური ერთადერთი ქართველი პარაძიუდოისტია, ვისაც პარალიმპიური თამაშები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები აქვს მოგებული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ასტანაში ქართველმა პარაძიუდოისტებმა, საბა ბაღდავაძემ (J1, -81 კგ) და გიორგი ქალდანმა (J2, -70 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.

პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 15 მაისს დასრულდება.