პარაძიუდო | ზურაბ ზურაბიანმა ანტალიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
პარაძიუდო | ზურაბ ზურაბიანმა ანტალიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე გრან პრიზე ზურაბ ზურაბიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

60კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ალჟირელ მოწინააღმდეგეს სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.

ჩვენი პარაძიუდოს ნაკრები განაგრძობს ანტალიის გრან პრიზე გამოსვლას. ხვალ, 2 აპრილს შეჯიბრებაზე ზვიად გოგოჭური და ლაშა ყიზილაშვილი იასპარეზებენ.