პარაძიუდო | ზურაბ ზურაბიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT
პარაძიუდო | ზურაბ ზურაბიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT

ასტანაში მიმდინარე პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე პარიზის პარალიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ზურაბ ზურაბიანი (J2, -64 კგ) ნახევარფინალში გავიდა.

ქართველმა სპორტსმენმა მეოთხედფინალში კუბელი მეტოქე, ხოსე მანუელ რომერო მარტინესი იპონით დაამარცხა და ფინალში გასასვლელად იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ასტანაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე ორმა ქართველმა პარაძიუდოისტმა, საბა ბაღდავაძემ (J1, -81 კგ) და გიორგი ქალდანმა (J2, -70 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.

პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 15 მაისს დასრულდება.