პარაძიუდო | თბილისის მსოფლიო თასზე ქართული ფინალი გაიმართება #1TVSPORT
დღეს სტარტი აიღო პარაძიუდოში თბილისის მსოფლიო თასის გათამაშებამ – ტურნირში 25 ქვეყნის 250-მდე წარმომადგენელი ასპარეზობს. საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები პირველ საშეჯიბრო დღეს ექვსი პარასპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
ტურნირზე ქართული ფინალი გაიმართება – ერთმანეთს გიორგი ქალდანი და ზურაბ ზურაბიანი (J2, 70 კგ) შეხვდებიან.
პარიზის პარალიმპიური თამაშების შემდეგ თბილისის მსოფლიო თასი პარალიმპიადის პირველი საკვალიფიკაციო ტურნირია, რომელიც საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.