პარაძიუდო | თბილისის მსოფლიო თასზე ოთხი ქართველი ნახევარფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
პარაძიუდო | თბილისის მსოფლიო თასზე ოთხი ქართველი ნახევარფინალში იჭიდავებს #1TVSPORT

თბილისი არენაზე სტარტი აიღო პარაძიუდოში თბილისის 2025 მსოფლიო თასის გათამაშებამ. ტურნირში 25 ქვეყნის 250-მდე პარასპორტსმენი ასპარეზობს.

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები პირველ საშეჯიბრო დღეს ექვსი პარასპორტსმენით იყო წარმოდგენილი, რომელთაგანაც ზურაბ ზურაბიანი (J2, 70 კგ), გიორგი ქალდანი (J2, 70 კგ), ბაჩუკი შელია (J2, 81 კგ) და საბა ბაღდავაძე (J1, 81 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებენ.

პარიზის პარალიმპიური თამაშების შემდეგ პარაძიუდოში თბილისი 2025 მსოფლიო თასის გათამაშება პარალიმპიადის პირველი საკვალიფიკაციო ტურნირია, რომელიც საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.