პარაძიუდო | თბილისის მსოფლიო თასზე დღეს ექვსი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
პარაძიუდოში თბილისში მიმდინარე ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:
რევაზ ჩიკოიძე +95 კგ (J2)
ზვიად გოგოჭური +95 კგ (J2)
გიორგი ბერიძე -95 კგ (J1)
რამინი ყიფშიძე +95 კგ (J1)
ქეთი გილიგაშვილი -70 კგ (J2)
ინა ქალდანი +70 კგ (J2)
ტურნირის მონაწილეა 27 ქვეყნის 187 პარაათლეტი, მათ შორის მსოფლიოს და ევროპის არაერთგზის ჩემპიონები.
საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა ტურნირის პირველ დღეს ერთი ოქროს და სამი ბრინჯოს მედალი მოიპოვა.