პარაძიუდო | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
პარაძიუდო | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ასტანაში პარაძიუდოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს საქართველოს პარაძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ ჩემპიონატში უზბეკეთის ნაკრებს 4:1 სძლია და მესამე ადგილზე გავიდა, რაც გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს პარაძიუდოს ნაკრების ისტორიაში პირველი მედალია.

„ბრინჯაოს ფინალში“ ორთაბრძოლები მოიგეს გიორგი ქალდანმა, საბა ბაღდავაძემ, რევაზ ჩიკოიძემ და ბაჩუკი შელიამ. საქართველოს ნაკრების ღირსებას ასევე იცავდნენ გიორგი ბერიძე და გოგიტა ტერუნაშვილი.

ასტანის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოსთვის სარეკორდო და ისტორიული შედეგით დასრულდა – ქართველმა პარაძიუდოისტებმა, ჯამში, ექვსი მედალი მოიპოვეს – ხუთი ინდივიდუალურ შეჯიბრში და ერთი გუნდურში.

მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ: გიორგი ქალდანი, საბა ბაღდავაძე და ზვიად გოგოჭური, ხოლო ბრინჯაოს მედლებს რევაზ ჩიკოიძე და ზურაბ ზურაბიანი დაეუფლნენ.