პარაძიუდო | საბა ბაღდავაძე თბილისის მსოფლიო თასის გამარჯვებულია - ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი გამჯაშვილმა და ლევან გუგავამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
პარაძიუდო | საბა ბაღდავაძე თბილისის მსოფლიო თასის გამარჯვებულია - ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი გამჯაშვილმა და ლევან გუგავამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT

თბილისში პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო. ტურნირის პირველივე დღეს, ფინალურ ბლოკში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, საბა ბაღდავაძემ (J1, -81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ზურაბ ზურაბიანი (J2, -70 კგ), გიორგი გამჯაშვილი (J1, -70 კგ) და ლევან გუგავა (J2, -81 კგ).

25 მარტს თბილისის მსოფლიო თასზე იასპარეზებენ: რევაზ ჩიკოიძე (+95 კგ, J2), ზვიად გოგოჭური (+95 კგ, J2), გიორგი ბერიძე (-95 კგ, J1), რამინი ყიფშიძე (+95 კგ, J1), ქეთი გილიგაშვილი (-70 კგ, J2) და ინა ქალდანი (+70 კგ, J2).