პარაძიუდო | საბა ბაღდავაძე თბილისის მსოფლიო თასის ფინალშია – სამი ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT

14:35, 24.03.2026

თბილისში პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს ფინალურ ბლოკში ოთხ ქართველ სპორტსმენს ვიხილავთ.

საბა ბაღდავაძე (J1, -81 კგ) თბილისის მსოფლიო თასის ფინალშია.

ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ: ზურაბ ზურაბიანი (J2, -70 კგ), გიორგი გამჯაშვილი (J1, -70 კგ) და ლევან გუგავა (J2, -81 კგ).

ფინალური ბლოკი 15:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი