პარაძიუდო | საბა ბაღდავაძე ევროპის ჩემპიონია, ზურაბ ზურაბიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

19:26, 14.08.2026

გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველი პარაძიუდოისტი საბა ბაღდავაძე (J1-81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

J2-70 კგ წონით კატეგორიაში ზურაბ ზურაბიანმა უკრაინის სახელით მოასპარეზე დავით ხორავა დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მიპოვა. გიორგი გამჯაშვილი (J1-70 კგ) კი ევროპის პირველობის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

დღეს ტურნირის ფინალში კიდევ ერთი ქართველი პარასპორტსმენი – ​ლევან გუგავა იჭიდავებს.

მსგავსი