პარაძიუდო | საბა ბაღდავაძე ასტანის გრანპრის გამარჯვებულია #1TVSPORT

18:17, 23.11.2024

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე პარაძიუდოში (J1, უსინათლოთა შორის) ქართველი საბა ბაღდავაძე გრანპრის გამარჯვებული გახდა.

შეჯიბრის პირველ დღეს ქართელმა ფალავანმა 81-კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ბრაზილიელ მოწინააღმდეგეს სძლია, ფინალში კი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ვიქტორ რუდენკო დაამარცხა და ასტანის გრანპრიზე ოქროს მედალს დაეუფლა.

მსგავსი