პარაძიუდო | რევაზ ჩიკოიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია #1TVSPORT
ქართველი პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (J2, 95+კგ) მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია.
თბილისში მიმდინარე პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ჩიკოიძემ წარმატებით იასპარეზა, ხოლო ფინალური შეხვედრა ყაზახ შუკურბეკოვთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ტურნირზე ოქროს მედლები საქართველოს დელეგაციას ლევან გუგავამ (J2, 81 კგ) და საბა ბაღდავაძემ (J1, 81 კგ) მოუტანეს.
პარაძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი 27 სექტემბერს დასრულდება.