პარაძიუდო | რევაზ ჩიკოიძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა #1TVSPORT
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე რევაზ ჩიკოიძემ (+95 კგ. კატეგორია J2) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ყაზახი თალგატ აჟგალიევი დაამარცხა.
მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროსმედალოსანი საქართველოს ნაკრების სამი წევრი გახდა – გიორგი ქალდანი (-70 კგ. კატეგორია J2), საბა ბაღდავაძე (- 81 კგ. კატეგორია J1) და ზვიად გოგოჭური (- 95 კგ. კატეგორია J2). ბრინჯაოს მედლებს კი, რევაზ ჩიკოიძის გარდა, ზურაბ ზურაბიანი (- 64 კგ. კატეგორია J2) და ლაშა ყიზილაშვილი (-95 კგ. კატეგორია J2) დაეუფლნენ. ამ მაჩვენებლით საქართველოს ნაკრები საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზეა.
მსოფლიო ჩემპიონატი პარაძიუდოში ხვალ, 15 მაისს დასრულდება.