პარაძიუდო | მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს შვიდი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
თბილისში დღეს სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი პარაძიუდოში. ტურნირში, რომელიც ჰუალინგ პლაზაში ჩატარდება, მედლებისთვის 44 ქვეყნის 312 პარაათლეტი იბრძოლებს.
საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე თექვსმეტი წარმომადგენელი ეყოლება.
ტურნირის პირველ დღეს იასპარეზებენ:
81 კგ (J1) – საბა ბაღდავაძე;
81 კგ (J1) – ლუკა ხარაიშვილი;
70 კგ (J1) – გიორგი გამჯაშვილი;
70 კგ (J1) – გურამ აფციაური;
70 კგ(J2) – ზურაბ ზურაბიანი;
70 კგ (J2) – გიორგი ქალდანი;
60 კგ (J2) – ქეთი გილიგაშვილი.
პარაძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.
ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი სპორტი 17:15 საათიდან შემოგთავაზებთ.