პარაძიუდო | მეორე ოქროს მედალი გერმანიიდან – ლევან გუგავა ევროპის ორგზის ჩემპიონია #1TVSPORT
გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველი პარაძიუდოისტი ლევან გუგავა (J2, 81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – მან კონტინენტის პირველობა მეორედ მოიგო.
ქართველმა პირველ წრეში უკრაინელ რუფატ მაჰომედოვს სძლია, 1/4-ფინალში – რუმინელი დანიელ ვარგოვსკი, ხოლო ნახევაფრინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე საადო აბდურაჰმანოვი დაამარცხა.
ფინალში გუგავას მეტოქე გამოცდილი ბრიტანელი პარაძიუდოისტი ივენ მოლოი იყო, რომელიც ქართველმა პარასპორტსმენმა ერთ წუთში ეფექტური გდებით დაამარცხა.
ჰაიდელბერგში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია. ჩემპიონები საბა ბაღდავაძე (J1, 81 კგ) და ლევან გუგავა (J2, 81 კგ) გახდნენ, გიორგი გამჯაშვილი (J1, 70 კგ) ვერცხლის, ხოლო ზურაბ ზურაბიანი (J2, 70 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
15 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატზე იაპარეზებენ:
J2 (მცირემხედველებს შორის)
+95 კგ | ზვიად გოგოჭური
+95 კგ | რევაზ ჩიკოიძე
+70 კგ | ინა ქალდანი
J1 (უსინათლოებს შორის)
95 კგ | გიორგი ბერიძე
+95 კგ | რამინ ყიფშიძე