პარაძიუდო | ლევან გუგავა მსოფლიო ჩემპიონია #1TVSPORT
ქართველი პარაძიუდოისტი ლევან გუგავა (J2, 81 კგ) მსოფლიო ჩემპიონია.
გუგავამ ფინალურ შეხვედრაში ყაზახი მეტოქე დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა. ლევან გუგავა ევროპის ორგზის ჩემპიონიცაა.
თბილისში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 25 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი საბა ბაღდავაძემ (J1, 81 კგ) შესძინა.
პარაძიუდოისტთა მსოფლიო პირველობა საქართველოს დედაქალაქში 27 სექტემბერს დასრულდება.