პარაძიუდო | ლაშა ყიზილაშვილმა ჰაიდელბერგის გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
პარაძიუდო | ლაშა ყიზილაშვილმა ჰაიდელბერგის გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები გერმანიაში, ჰაიდელბერგის 2024 წლის გრან პრიზე წარმატებით ასპარეზობს.

ტურნირზე ქართველმა პარაძიუდოისტმა, ლაშა ყიზილაშვილმა​ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ყიზილაშვილმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში უკრაინელ სპორტსმენს სძლია, ფინალში კი უზბეკ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და ჰაიდელბერგის გრან პრიზე მეორე ადგილი დაიკავა.