პარაძიუდო | ინა ქალდანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა #1TVSPORT

18:35, 15.08.2026

საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ინა ქალდანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ჩვენს გუნდს ტურნირზე მეშვიდე მედალი მოუტანა.

ჰაიდელბერგში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობა დასრულდა. ხვალ, 16 აგვისტოს გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები ტიტულის დაცვას შეეცდება.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები პარაძიუდოში სამი ოქროს და, ჯამში, შვიდი მედლით ევროპის ჩემპიონატზე პირველ ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე პარაძიუდოში გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების მონაგარი ინდივიდუალურ ჩათვლაში ასეთია:

ოქრო:

საბა ბაღდავაძე (J1, -81 კგ)

ლევან გუგავა (J2, -81 კგ)

რევაზ ჩიკოიძე (J2, +95 კგ)

ვერცხლი:

გიორგი გამჯაშვილი (J2, -70 კგ)

ზვიად გოგოჭური (J2, +95 კგ)

ბრინჯაო:

ზურაბ ზურაბიანი (J2, -70 კგ)

ინა ქალდანი (J2, +70 კგ)

მსგავსი