პარაძიუდო |  გიორგი ქალდანი მსოფლიოს ჩემპიონია #1TVSPORT
პარაძიუდო | გიორგი ქალდანი მსოფლიოს ჩემპიონია #1TVSPORT

ქართველი პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი (-70 კგ) მსოფლიოს ჩემპიონია. ასტანაში მიმდინარე შეჯიბრების ფინალში ქალდანმა იაპონელი მეტოქე დაამარცხა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ასევე იასპარეზებს საბა ბაღდავაძე. ტურნირი დღეს, 13 მაისს დაიწყო და 15 მაისს დასრულდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

J1 კატეგორია (უსინათლოთა შორის):

გოგიტა ტერუნაშვილი (-70 კგ)

საბა ბაღდავაძე (-81 კგ)

მიშიკო შიობრიშვილი (-81 კგ)

რამინი ყიფშიძე (-95 კგ)

გიორგი ბერიძე (-95 კგ)

J2 კატეგორია (მცირემხედველთა შორის):

ზურაბ ზურაბიანი (-64 კგ)

გიორგი ქალდანი (-70 კგ)

ბაჩუკი შელია (-81 კგ)

ზვიად გოგოჭური (-95 კგ)

ლაშა ყიზილაშვილი (-95 კგ)

რევაზ ჩიკოიძე (+95 კგ)