პარაძიუდო | გიორგი ქალდანი და საბა ბაღდავაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
დღეს ასტანაში პარაძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. წინასწარ ეტაპზე შესანიშნავად იასპარეზეს საქართველოს ნაკრების წევრებმა, გიორგი ქალდანმა (-70 კგ) და საბა ბაღდავაძემ (-81 კგ), რომლებმაც ფინალში გასვლა მოახერხეს და ოქროს მედლებისთვის ფინალურ ბლოკში იბრძოლებენ.
მსოფლიო პირველობა 15 მაისს დასრულდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
J1 კატეგორია (უსინათლოთა შორის):
გოგიტა ტერუნაშვილი (-70 კგ)
საბა ბაღდავაძე (-81 კგ)
მიშიკო შიობრიშვილი (-81 კგ)
რამინი ყიფშიძე (-95 კგ)
გიორგი ბერიძე (-95 კგ)
J2 კატეგორია (მცირემხედველთა შორის):
ზურაბ ზურაბიანი (-64 კგ)
გიორგი ქალდანი (-70 კგ)
ბაჩუკი შელია (-81 კგ)
ზვიად გოგოჭური (-95 კგ)
ლაშა ყიზილაშვილი (-95 კგ)
რევაზ ჩიკოიძე (+95 კგ)