პარაძიუდო | გიორგი გამჯაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია #1TVSPORT

18:07, 14.08.2026

ქართველი პარაძიუდოისტი გიორგი გამჯაშვილი (J1-70 კგ) გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

გამჯაშვილმა ფინალამდე ესპანელ, რუსს და იტალიელ მეტოქეებს იპონით სძლია, ფინალი კი პარიზის პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულთან და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, რუმინელ ფლორინ ბოლოგასთან დამარცხდა.

ტურნირზე ოქროს მედლებისთვის საბა ბაღდავაძე და ლევან გუგავა იჭიდავებენ.

მსგავსი