პარაძიუდო | ბაღდავაძე თბილისის მსოფლიო თასის ფინალშია, შელია ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT
თბილისი არენაზე სტარტი აიღო პარაძიუდოში თბილისის მსოფლიო თასის გათამაშებამ. ტურნირში 25 ქვეყნის 250-მდე პარასპორტსმენი ასპარეზობს.
საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები პირველ საშეჯიბრო დღეს ექვსი პარასპორტსმენით იყო წარმოდგენილი, რომელთაგანაც ოთხს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ – საბა ბაღდავაძე (J1, 81 კგ) ტურნირის ფინალშია, ბაჩუკი შელია (J2, 81 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. შეჯიბრზე ქართული ფინალი გაიმართება – ერთმანეთს გიორგი ქალდანი და ზურაბ ზურაბიანი (J2, 70 კგ) შეხვდებიან.
ფინალური ბლოკის შეხვედრები 15:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
პარიზის პარალიმპიური თამაშების შემდეგ პარაძიუდოში თბილისის მსოფლიო თასის გათამაშება პარალიმპიადის პირველი საკვალიფიკაციო ტურნირია, რომელიც საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.