პარაძიუდო | ბაჩუკი შელიამ თბილისის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
პარაძიუდო | ბაჩუკი შელიამ თბილისის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

თბილისში დღეს პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო. ტურნირში 25 ქვეყნის 250-მდე წარმომადგენელი ასპარეზობს.

შეჯიბრებაზე (J2 81 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ბაჩუკი შელია. ეს მედალი საქართველოს ნაკრებისთვის დღეს მეოთხე იყო.

J2 კატეგორიის 70 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. გიორგი ქალდანმა ზურაბ ზურაბიანი დაამარცხა.

ჩვენს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი საბა ბაღდავაძემ (J1, 81 კგ) მოუტანა – ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალში თურქ მოწინააღმდეგეს სძლია.

პარიზის პარალიმპიური თამაშების შემდეგ თბილისის მსოფლიო თასი პარალიმპიადის პირველი საკვალიფიკაციო ტურნირია, რომელიც საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.