პარაძიუდო | ასტანაში მსოფლიო ჩემპიონატზე 11 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს #1TVSPORT
პარაძიუდო | ასტანაში მსოფლიო ჩემპიონატზე 11 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს #1TVSPORT

13-15 მაისს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს.

J1 კატეგორია (უსინათლოთა შორის):

გოგიტა ტერუნაშვილი (-70 კგ)

საბა ბაღდავაძე (-81 კგ)

მიშიკო შიობრიშვილი (-81 კგ)

რამინი ყიფშიძე (-95 კგ)

გიორგი ბერიძე (-95 კგ)

J2 კატეგორია (მცირემხედველთა შორის):

ზურაბ ზურაბიანი (-64 კგ)

გიორგი ქალდანი (-70 კგ)

ბაჩუკი შელია (-81 კგ)

ზვიად გოგოჭური (-95 კგ)

ლაშა ყიზილაშვილი (-95 კგ)

რევაზ ჩიკოიძე (+95 კგ)

ნაკრების მთავარი მწვრთნელია ლევან ქოჩიევი, ასისტენტი — შმაგი რაჯებაშვილი. გუნდთან ერთად იმუშავებს ექიმი ავთანდილ ხმიადაშვილი.

შეჯიბრება 13-14 მაისს – ინდივიდუალურ, ხოლო 15 მაისს გუნდურ ასპარეზობაში ჩატარდება.