პარაძიუდო | 24 და 25 მარტს თბილისი მსოფლიო თასს უმასპინძლებს #1TVSPORT
პარაძიუდო | 24 და 25 მარტს თბილისი მსოფლიო თასს უმასპინძლებს #1TVSPORT

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ თბილისში 24-25 მარტს პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება ჩატარდება. ტურნირზე 25 ქვეყნის 250-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

მსოფლიო თასის წინასწარი შეხვედრები თბილისი არენაზე ორივე დღეს 10:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება.