პარაძიუდო | ყიზილაშვილმა და გოგოჭურმა ანტალიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
თურქეთის ქალაქ ანტალიაში, გრან პრის გათამაშებაზე პარაძიუდოისტებმა ლაშა ყიზილაშვილმა და ზიად გოგოჭურმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ყიზილაშვილმა (90კგ) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ყაზახი მოწინააღმდეგე დაამარცხა, გოგოჭურმა (90კგ) კი ბრაზილიელ პარაძიუდოსტს სძლია.
ტურნირზე გუშინ ასევე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ზურაბ ზურაბიანი. საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ანტალიის გრან პრიდან სამი მედლით ბრუნდება.