პარაძალოსნობა | აკაკი ჯინჭარაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს პარაძალოსნობის ნაკრების წევრმა, აკაკი ჯინჭარაძემ ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში პარაძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპის რეკორდი დაამყარა და ორი მედალი მოიპოვა.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში (+107კგ) მან 250 კგ ასწია და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, სამი მისვლის ჯამში კი ჯინჭარაძე 737 კგ-ს გაუმკლავდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მიმდინარე წლის ივნისში ჩინეთში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაში ქართველმა პარაძალოსანმა ორი ოქროს მედალი მიიღო, მანამდე კი ოქროს მედალს თბილისში გამართულ მსოფლიო თასზე დაეუფლა.