პარაძალოსნობა | აკაკი ჯინჭარაძე ჩინეთის მსოფლიო თასის გამარჯვებულია, გიორგი ლაცაბიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

19:59, 23.06.2025

ქართველმა პარაძალოსანებმა, აკაკი ჯინჭარაძემ და გიორგი ლაცაბიძემ (+107 კგ) ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე ორი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

აკაკი ჯინჭარაძემ (+107 კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 232 კგ ასწია, სამი მისვლის ჯამში 689 კგ დააგროვა და ორი ოქროს მედალი აიღო.

გიორგი ლაცაბიძემ (+107 კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 217 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის პრიზიორი გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 647 კგ დააგროვა და მეორე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

მსგავსი