პარა ტაეკვონდოს ნაკრების ოთხი ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე #1TVSPORT
პარა ტაეკვონდოს ნაკრების ოთხი ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე #1TVSPORT

საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ მონტარგისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა – შეჯიბრებაში მონაწილე 40 ქვეყანას შორის საქართველომ ოთხი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გიორგი ხიზანიშვილი, გოგა ხახალაშვილი, ანდრეი სლეპცოვი და გელა ზარქუა ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ, ლიკა ჩაჩიბაიამ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები ორ ივლისს საფრანგეთში კვლავ იასპარეზებს.