პარა მძლეოსანმა დავით ჩანქსელიანმა დუბაის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
პარა მძლეოსანმა დავით ჩანქსელიანმა დუბაის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

საქართველოს პარა მძლეოსნობის ნაკრებმა წარმატებულად იასპარეზა დუბაის გრან პრის გათამაშებაზე. ჩვენმა პარა მძლეოსანმა, დავით ჩანქსელიანმა ბირთვის კვრაში, F53 კლასში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეჯიბრებაზე ნაჩვენები შედეგით დავით ჩანქსელიანმა იაპონიის მსოფლიო პარა მძლეოსნობის ჩემპიონატის ლიცენზია მოიპოვა, რომელიც 2024 წლის მაისში გაიმართება.

დუბაის გრან პრიზე 71 ქვეყნის 560 პარასპორტსმენი მონაწილეობდა.